|
2023-05-02 01:10:31, 2174 ნახვა
ეკონომიკა
ბრტყელტერფიანობა და მისი მკურნალობა
ბრტყელტერფიანობა ტერფის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციაა, მისი დიაგნოზის დასმა 3-4 წლის ასაკში ხდება, ხოლო ტერფის თაღი ჩამოყალიბებას 2-3 წლის ასაკში იწყებს. ბრტყელტერფიანობა შეიძლება დამოუკიდებელი დაავადება იყოს ან განვითარდეს ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციის გამო. ეს პრობლემა შესაძლოა, ტრავმის შემდგომ განვითარდეს ან ნერვული სისტემის დაზიანებამაც კი გამოიწვიოს. ასევე, თუ ბავშვს კალციუმისა და ფოსფორის ცვლა აქვს დარღვეული, საკმაოდ მაღალია რაქიტული ბრტყელტერფიანობის განვითარების რისკი. პირველ რიგში, ამ დაავადების სამკურნალოდ დეფორმაციის ხარისხის დადგენა, სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი სუპინატორის შერჩევაა საჭირო. თანამედროვე მეთოდებით ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევა ტარდება სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”, სადაც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად პოდოსკანირებისა და ბაროპოდომეტრიის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადება. სუპინატორების გამოყენება ძალიან ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკის მიზნით. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს გერმანული პრემიუმ ბრენდის ბაუერფენდის/Bauertfriend, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/berger ორთოპედიული სუპინატორების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ● სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). ის ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება და არ იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას გადაადგილების დროს. ● სილიკონის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის საკორექციოდ და ქვედა კიდურებში ამცირებს ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებას. ● ფოლადის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს ტერფის არეში. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 13 ფილიალში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)