18:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 13:39:10, 1044 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისისთან“ პარტნიორობით კომპანია „გრინ ნეთვორქსი“ მომსახურების ხარისხსა და არეალს აფართოებს

"თიბისის" მხარდაჭერით ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანია „გრინ ნეთვორქსმა“ ინფრასტრუქტურა და მომსახურების არეალი გააფართოვა. მისი დამფუძნებელი და დირექტორი, ლევან ომაძე კომპანიის ისტორიას  გვიყვება:

„ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიის დაარსების იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც ბაზარი შევისწავლეთ და მივხვდით, რომ არსებობდა რეგიონები, რომლებშიც ინტერნეტის საჭიროება იდგა. 

2012 წელს დავფუძნდით და დავიწყეთ რადიო-ინტერნეტით, რომლითაც უზრუნველვყოფდით მომხმარებელს შორეულ, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც მოსახლეობის სიმცირის გამო სხვა პროვაიდერები არ შედიოდნენ. 

პირველ ხანებში რადიო-ინტერნეტი სრულიად აკმაყოფილებდა არსებულ ბაზარს. შემდეგ, ნელ-ნელა, მოთხოვნა და კონკურენცია გაიზარდა და საჭირო გახდა რადიო-ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, 2018 წელს, მივმართეთ თიბისის და მისი მხარდაჭერით სრულფასოვნად ავითვისეთ რამდენიმე დიდი რეგიონი - გორის, ხაშურის, ქარელის რაიონების სოფლები, სადაც შევიყვანეთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. 

პირველ ეტაპზე ჩვენი სერვისი ინტერნეტით შემოიფარგლებოდა. ბოლო 3 წელია, მოთხოვნის შესაბამისად, დავიწყეთ  VoIP ტელეფონი და IP ტელევიზიით მომსახურებაც.

წლების განმავლობაში ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ ინფრასტრუქტურა იჯარით გვქონდა აღებული. "თიბისი" დაგვეხმარა და ამ ეტაპზე 70% საკუთარი ინფრასტრუქტურა გვაქვს. ამან, ცხადია, გაზარდა ჩვენი მომსახურების ხარისხი და შესაბამისად, მომხმარებლის რაოდენობაც. 

სატელეკომუნიკაციო სივრცეში არსებული სხვა კომპანიებისგან სწორედ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მოქნილი ტარიფები და ოპერატიულობა განგვასხვავებს. სწორედ იმის გამო, რომ მუშაობის პროცესში ჩვენი გუნდი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ხარისხზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გვქონია არცერთი სერიოზული დაზიანება.

ამჟამად კომპანიაში 10 პროფესიონალია დასაქმებული. სამომავლოდ ვგეგმავთ, მთლიანად საკუთარი ინფრასტრუქტურით ვიმუშაოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი რეგიონი, კიდევ უფრო დავხვეწოთ ხარისხი და მომხმარებელს შევთავაზოთ ყველაზე სწრაფი ინტერნეტი".





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics