|
2023-05-01 10:22:01, 931 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია „მკისამ“ ბოლნისში ნუშის ბაღები გააშენა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს და ამ მიმართულებით პროექტების წახალისებას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „მკისამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახიდურში ნუშის ბაღი, პირველი ეტაპისთვის 40 ჰა-ზე გააშენა. ჯამში „მკისას“ ნუშის ბაღისთვის განკუთვნილი ტერიტორია 100 ჰა-ს მოიცავს. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, წვეთოვანი სარწყავის, ლოკალური მეტეო სადგურის, სენსორული მართვის სისტემის მოწყობასა და ბაღის გაშენებისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. „გლობალურ ბაზარზე ნუშის ნაყოფზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. „საქართველოს ბანკისა“ და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით კი, ნუშის კულტურის გაშენება საკმაოდ პერსპექტიული გახდა. ჩვენი გუნდი სოფლის მეურნეობის სექტორს 2015 წლიდან აკვირდება. 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც „საქართველოს ბანკის“ ნუშის სუპერინტენსიური ტიპის ბაღის ახალ პროგრამას გავეცანით და შესაძლებლობებიც შევაფასეთ, ბოლნისში ნუშის ბაღების გაშენება გადავწყვიტეთ. პირველ მოსავალს წელს, ზაფხულის ბოლოს მივიღებთ. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის რეალიზებას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან. მაღალი სტანდარტების დაცვის შედეგად, ჩვენი პროდუქციით ევროპის სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად დაინტერესდნენ“, - აღნიშნავს „მკისას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიგი გაჩეჩილაძე. „მკისა“ ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა და პირველივე დღიდან ჩვენი პარტნიორია. კომპანია უკვე სამი წელია სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიურადაა ჩართული და ქვეყნისთვის სტრატეგიულად ორ მნიშვნელოვან კულტურას: მოცვსა და ნუშს ავითარებს. კომპანია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს. ამას გარდა, კომპანია კარგი დამსაქმებელიცაა. ის პროექტების მიხედვით 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც უმუშევრობის დონის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნინო აფციაური. ინფორმაციისთვის, კომპანია ,,მკისა” 2020 წლიდან აგრონომიულ სფეროში აქტიურადაა ჩართული. „მკისა“ ამჯერად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოცვისა და ნუშის ბაღებს ფლობს. ნუშის ბაღი გაშენებულია ბოლნისში. მოცვი კი, წყალტუბოსა და ხობში. კომპანიის ბაღები გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებითა და ინფრასტრუქტურით.
ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩამოინგრა
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



