21:24 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 18:54:48, 1438 ნახვა

კომენტარი
ბექა ძამაშვილი - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დღეს საქართველომ კიდევ ერთი მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დღეს საქართველომ კიდევ ერთი მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი სტრასბურგის სასაამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.  

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ძალიან ბევრი მტკიცებულებისა და სამართლებრივი არგუმენტის წარდგენა, რომელიც სამინისტრომ 2022 წლის 20 იანვარს წარადგინა.

"2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დღეს საქართველომ კიდევ ერთი მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას უკვე დააკისრა კონკრეტული ოდენობის კონპენსაციის გადახდის ვალდებულება, კერძოდ საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც ომის დროს გახდნენ დაზარალებულები, უნდა გადაუხადოს 130 მილიონამდე ევროს ოდენობის კონპენსაცია. ესენი არიან დაზარალებულები, რომლებიც გახდნენ სხვადასხვა უფლების დარღვევის მსხვერპლნი, როგორიცაა სიცოცხლის უფლების დარღვევა, უკანონო პატიმრობა, არასათანადო მოპყრობა, წამება და საუბარია იმ დევნილებზე, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ გამოიდევნენ საკუთარი სახლებიდან და დღემდე რუსეთის ოკუპაციის გამო არ ეძლევათ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მტკიცებულებების წარდგენა, იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 20 იანვარს წარადგინა ძალიან ბევრი მტკიცებულება და სამართლებრივი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ეს დარღვევები სწორედ რუსეთს მიეწერება და კონკრეტულად უნდა იყოს კონპენსირებული კონკრეტული ადამიანებისთვის. ამის შემდეგ საქმე გაგრძელდება უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გადაიხდის საკონპენსაციო თანხას, უკვე დაიწყება პროცედურები იმისათვის, რომ ეს თანხა განაწილდეს დაზარალებულებზე", - განაცხადა ძამაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics