16:39 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 14:55:38, 1195 ნახვა

ეკონომიკა
2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებმა 795 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%- ით  გაიზარდა და 795 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. 

"ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით  გაიზარდა თურქეთიდან, 73.2%  ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ.  

2023 წლის 1-ელ კვარტალში,  მოგზაურობიდან  მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი,  ისრაელი, სომხეთი და სხვა.

ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით ასევე გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩამოინგრა
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics