|
2023-04-26 12:00:39, 1573 ნახვა
რეგიონი
კასპში, სკოლებს შორის რაგბში ფესტივალი ჩატარდა
კასპის ფეხბურთის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის #1, #2 და #3 საჯარო სკოლებს შორის რაგბში ფესტივალი ჩატარდა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის ჯერ სწავლება-ვარჯიში გაიმართა, შემდეგ კი ამხანაგური თამაში. თამაშის დასრულების შემდეგ, ყველაზე აქტიური მორაგბეები რაგბის ბურთებით, ხოლო ყველა გუნდი თასებით დაჯილდოვდა. "პროგრამის მიზანია, სკოლის მოსწავლეთა შორის რაგბის განვითარების პროგრამა – „ჩაერთე რაგბიში“ (Get Into Rugby) მონაწილეობა, მასში მონაწილე ბავშვებმა აღმოაჩინონ და გაითავისონ რაგბის ფასეულობები და ძირითადი პრინციპები, შეისწავლონ რაგბისთვის საჭირო არსებითი უნარები. აღნიშნულთან დაკავშირებით გასული წლის სექტემბერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)