09:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:50:16, 1320 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - გრძელდება სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიები სრულად მომზადებული დახვდეს ვიზიტორებს

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მუდმივად ხორციელდება ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები. 2022 წელს, წალკის კანიონზე უნიკალური ეკოტურისტული კომპლექსი გაიხსნა. კანიონმა, გახსნის დღიდან, დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა და საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით  53 %-ით (902 010 ვიზიტორი) არის გაზრდილი.

"აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, ასევე სრულდება 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ადგილებს ვიზიტორებისთვის",- განაცხადა შამუგიამ.

მისივე თქმით, 2023 წელს, 22.5 მლნ. ლარის ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და რეაბილიტაციას, საიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა-ომალოს დამაკავშირებელი პროექტი. მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციის სამუშაოები პრომეთეს, სათაფლიას, მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონის, ბორჯომ-ხარაგაულის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics