|
2023-04-20 15:20:07, 1381 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - 2022 წელს მოზიდულ იქნა 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მელიორაციის მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, დრენაჟის და მიწის მართვის სექტორში მოზიდულ იქნა უპრეცედენტო ოდენობის 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი. „ოთხი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტები, 2023-2030 წლებში, უზრუნველყოფს დარგში კოორდინირებულ ინვესტიციას, სექტორში მართვის ჰოლისტიკური მიდგომის დამკვიდრებას (წყალი, მიწა, სოფლის მეურნეობა), 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას დაახლოებით 30 %-ით გაზრდის. პროექტებს ეყოლება 50 000-მდე ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა“, - განაცხადა ოთარ შამუგია. მისივე თქმით, რეაბილიტაციის გარდა, პროექტები მიზნად ისახავს: ფერმერთა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გარდა, პროექტები მიზნად ისახავს: ფერმერთა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამასთანავე ხელს შეუწყობს წყლის რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. ცალკე კომპონენტი ეთმობა მიწის მდგრად მართვას, მიწების კონსოლიდაციას, მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნას, ნიადაგის დაცვის ღონისძიებებს, ასევე სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციურ რეფორმას და ფუნქციურ გაძლიერებას“,- დასძინა შამუგიამ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)