16:59 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 10:03:12, 1362 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ირაკლი მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს: 1040 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-74“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 კონდახი, 16 მჭიდი, „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა, „ერ-გე-დე“-ს ტიპის ხელყუმბარა და „უ-ზე-ერ-გე-ემი“-ის ტიპის ამფეთქი ფალია.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T
კრავჩენკო 5 დღით პარიზში გაემგზავრა
სიკორსკიმ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის თავზე რუსული დრონები და რაკეტები ჩამოაგდონ
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics