00:06 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 22:37:57, 3976 ნახვა

კომენტარი
საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ცალკეული ტელევიზიების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დეზინფორმაციას და ზოგადად, კოდექსის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას. კერძოდ, საქმე ეხება განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლს. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის ერთჯერადად გადავადების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით და მატერიალურად შეძლებული პირებისთვის შესაძლო პრივილეგიის მინიჭების აღქმის პრევენციის მიზნით, მოხდა მისი ამოღება. აღნიშნული საკითხის დაკავშირება სახელმწიფო უწყებებიდან გარკვეული პირთა წრის გათავისუფლებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. კერძოდ, სადაც ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომელთა თანამშრომლებისთვის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადება არის შესაძლებელი, მოხდა ცალკეული უწყებების გამოყოფა.

მცდარია მოსაზრება, რომ საქმე ეხება ყველა სამინისტროსა და სსიპებს. აღნიშნული ინიციატივა სწორედ იმ უწყებებს ეხება, სადაც დღეის მდგომარეობით იხდიან წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ახალი კოდექსით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. პირები, რომლებიც კონკრეტული ვადითა და კონტრაქტით იქნებიან დასაქმებული სხვა უწყებებში, სადაც დღეს გაწვეული წვევამდელების იდენტურ ფუნქციებს შეასრულებენ, ისარგებლებენ გადავადების უფლებით. აღსანიშნავია, რომ ისინი სრულად არ თავისუფლდებიან წვევამდელთა ეროვნული სამსახურისგან და გადავადება იქნება დროებითი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია რომ სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყნისა და მოქალაქის საუკეთესო ინტერესებითა და ურთიერთთანამშრომლობის მიდგომით. სამწუხაროა, რომ ცალკეული მედია საშუალებები, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ ამ პროცესის დაზიანებასა და კოდექსის პროექტის დისკრედიტაციას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics