|
2023-04-06 16:31:40, 3837 ნახვა
კომენტარი
დეგნანი დასანქცირებულებზე - დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას ხელს უშლიან
სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, ყველაფერი რაც აშშ-მა საქართველოსთვის გააკეთა წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატიის მშენებლობას ემსახურებოდა. “ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ კეთილდღებაში და არიან ევროპული ოჯახის წევრი, ყველაფერი რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატია. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მტკიცე ინსტიტუტების მშენებლობას და სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, მათ ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა და ეს მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ. როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ გამოცხადდა ეს სანქციები გუშინ”, - განაცხადა კელი დეგნანმა "მთავარი არხის" ეთერში. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)