|
2023-04-03 19:28:45, 799 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას
„ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას. ამაზე განვაცხადეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით; დაახლოებით 4 000-მდე ფერმერს ჩვენ დავუფინანსეთ შეღავათიანი აგროკრედიტის სახით საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, რომ მარცვლოვანი კულტურების წარმოებაში ხელი შეგვეწყო“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელს ქვეყანაში150 ათას ტონამდე ხორბალია წარმოებული. „ამერიკელი ექსპერტები რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები; ველოდებით მათგან კონკრეტულ წინადადებებს. ისინი შეისწავლიან ხორბლის წარმოების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს და, შესაბამისად, მოგვცემენ რეკომენდაციებს დარგის ხელშეწყობის მიმართულებით; ამის შემდგომ ჩვენ უკვე დამატებით ღონისძიებებსაც გავატარებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)