|
2023-04-03 11:50:43, 967 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს
ალაქ ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დასრულდება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთში, გიორგი გუგუჩიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. „აღსანიშნავია, რომ რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)