12:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 15:05:38, 995 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ტრაპიზონში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, ტრაპიზონში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, თევზში მალაქიტის მწვანის განსაზღვრის მეთოდები შეისწავლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალისტებს ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. ქართველმა სპეციალისტებმა შეისწავლეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კვლევის მეთოდი, რაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს აღნიშნული მიმართულებით მაღალკვალიფიციური მომსახურება შესთავაზონ.

„სწავლება თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას აქტიურად თანამშრომლობს ტრაპიზონის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ლაბორატორიასთან. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება”, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics