|
2023-03-31 11:43:32, 1561 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - 31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია
31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულმა საერთო-სახალხო რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძე „ფეისბუქში" წერს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, 31 მარტი ღირსშესანიშნავია კიდევ იმით, რომ დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა. „ასევე, დღეს აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 84 წლის იუბილეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. ზვიად გამსახურდიას თაოსნობით გამართულმა რეფერენდუმმა, მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ურყევი ნება დამოუკიდებელი საქართველოს იდეის შესახებ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)