|
2023-03-29 05:12:06, 2228 ნახვა
სხვადასხვა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 1933-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებენ. "საფრანგეთმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი ხალხის გენოციდად აღიარა. ისტორიული გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო. კრემლის წარსული და ახლანდელი ტოტალიტარული რეჟიმი ვერასოდეს მოუღებს ბოლოს სიმართლეს და სამართლიანობას." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ, ბულგარეთმა და ასევე ევროპარლამენტმა. ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილი უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკაში 1932-33 წლებში - გამოწვეული იყო მარცვლეულის შესყიდვის პოლიტიკით და გლეხებისგან საკვების ყველა მარაგის ჩამორთმევით. შიმშილის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 მილიონი ადამიანი, ზუსტი რიცხვი უცნობია. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ ეს იყო შიმშილი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა. რუსეთის ხელისუფლება მსგავს შეფასებას ეწინააღმდეგება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)