|
2023-03-26 13:36:35, 851 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც იზრდება სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი
„დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს რეაგირება“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს. „პირველად ეს მოხდა 15 თებერვლის შემდეგ, როდესაც გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დავაწესეთ. მაშინვე მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს და ფასები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მეორედ კი ეს მოხდა 15 მარტის შემდეგ, როდესაც რეფერენტული ფასები კიდევ 300 მედიკამენტზე ამოქმედდა. აღმოჩნდა, რომ ბაზრის რამდენიმე მოთამაშემ, ონკოლოგიურ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასი დააწესა. ამით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებასაც მინდა გამოვეხმაურო და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ შეუძლებელია, ერთსა და იმავე მედიკამენტზე, 4 და 5 კომპანიას, ლარის სიზუსტით განესაზღვრა ერთნაირი ფასი, თუ ეს არ იყო წინასწარი შეთანხმება, თან როდესაც ათობით წამალზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტზეც ვაცნობეთ კონკურენციის სააგენტოს. სწორედ ასეთი შემთხვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)