14:22 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 15:23:38, 813 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაშავებული 3 წლისაა.

მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც იაშვილის კლინიკის ერთ-ერთმი ექიმი ამბობს, ბავშვს მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. 

"პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა იყო. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ჩაუტარდა ყველანაირი კვლევები რაც შეიძლებოდა და გადაყვანილია პროფილურ კლინიკაში. ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა,"- განაცხადა ექიმმა.

ამასთან, თვითმხილველის თქმით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

"უკან მივიხედე, მე მეგონა პარკი ჩამოვარდა მეთქი. მერე დედამისი მოდიოდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, ავიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ",- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics