|
2023-03-22 19:33:27, 1846 ნახვა
კომენტარი
გაბუნია - რესპუბლიკური საავადმყოფოს შენარჩუნება და გაძლიერება სტრატეგიული პრიორიტეტია
რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება არაერთი მიმართულებით, არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კლინიკის პერსონალის მიერ გავრცელებულ ღია წერილს, სადაც აღნიშნული იყო, რომ 1000-მდე თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრებოდა. გაბუნიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში იქნება გარდამავალი ეტაპები, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების იქნება დაცული. მან დასძინა, რომ დეტალური გეგმა, რომელიც ახლა მზადდება განხილული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთად. “რესპუბლიკური საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი, ამდენად მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება არაერთი მიმართულებით, არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში. დეტალური გეგმა, რომელიც ახლა მზადდება განხილული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთად“, – განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ღია წერილი, სადაც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. კლინიკის თანამშრომლები, მუშაობის ხელშეშლაზე საუბრობენ, რომლის გამოც კლინიკის 1000 - ზე მეტ თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)