|
2023-03-21 18:30:18, 1643 ნახვა
კომენტარი
გიული ალასანია სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულია, კიდევ დაუკლია და 62 კგ-ია
ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე რომ მკითხოთ კატასტროფულია იმიტომ, რომ კიდევ დაუკლია და 62 კგ-ია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, დაფიქსრიდა გულის წასვლის ეპიზოდიც, რაც გამოწვეული წონის კლებითა და სისუსტით, რაც თავისმხრივ იმ მძიმე მეტალების გამოა, რომელიც მის ორგანიზმში ჯერ კიდევ იმყოფება. "ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე რომ მკითხოთ კატასტროფულია იმიტომ, რომ კიდევ დაუკლია და 62 კგ-ია. უკანასკნელი ჩემი ინფორმაციით, იყო 64, ახლა 62 კგ-ია. შესაბამისად, სისუსტეც უფრო ძლიერდება. დღის პირველი ნახევარი არის ხოლმე რთული, სისუსტე აქვს საშინელი და გუშინწინ იყო მგონი, გული რომ წაუვიდა. ეს ყველაფერი წონის გამოა, სისუსტის გამოა და რა თქმა უნდა, იმ მძიმე მეტალების გამო, რომელიც ჯერ კიდევ არის მის ორგანიზმში", - განაცხადა ალასანიამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)