|
2023-03-21 12:40:36, 2704 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია 16 ქვეყნის ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვენისა და პრაღის ტურისტული გამოფენის ვიზიტორები გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გამოფენებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ დაინტერესება იყო მაღალი. "აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ავსტრიასა და ჩეხეთში წელს პირველად გაუწია. გამოფენების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტურისტული ასოციაციების, სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ჩეხეთის ტურიზმის სააგენტოსა და ჩეხეთი ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელებთან. გამოფებზე აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი. პრაღის გამოფენაზე „HOLIDAY WORLD & REGION WORLD 2023“ აჭარის სტენდტმა ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიციის ტიტული მიიღო. დეპარტამენტთან ერთად გამოფენებში მონაწილეობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ღებულობდნენ. შეხვედრებში ჩართული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ჩეხეთსა და ავსტრიაში. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები",- ნათქვამია აჭარის ტურიზის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)