|
2023-03-16 11:11:17, 821 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმში სასტუმრო Cozy Loft Hotel გაიხსნა
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის წახალისებას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს ედ კაპიტალმა, ბათუმში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Cozy Loft Hotel გახსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 1.5 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. 25 ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორანი, ღვინის მარანი, ლაუნჯ ბარი ტერასებით და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმრო კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს, ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სასტუმროდან იშლება ქალაქისა და ზღვის ულამაზესი ხედები. „ჩვენი სასტუმრო ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველ ადგილას მდებარეობს და პერსონალი კი ყოველთვის ზრუნავს სტუმრების კომფორტზე. დამსვენებლებს შეუძლიათ მოინახულონ ჩვენი ღვინის მარნები და დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო. მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს მხარდაჭერისა და აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ვისურვებდი, კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა, ედიშერ კაკაბაძემ. „ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. ბანკის ფინანსური ჩართულობით, ბათუმს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატება. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ“, - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)