|
2023-03-14 22:46:12, 1867 ნახვა
საზოგადოება
ენმ-მ 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსა. ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას და აგრძელებს პარტნიორების ლანძღვას და ამასთან ერთად ისინი არც კი გრძნობენ რაიმე სინანულს, ამ რუსული, მოღალატეობრივი, პუტინისტური კანონის მიღების გამო. „რუსული კანონის მიღებისა და სასტიკი დარბევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუს ოლიგარქზე და დაამარცხა მითი მისი უძლეველობის შესახებ, რუსული ოცნების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსხდნენ ეთერებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები და ფაქტობრივად, კრემლს გაუგზავნა მესიჯი, რომ ტაქტიკურად უკან დაიხიეს და არაფერი განსაკუთრებული აქ არ მომხდარა. ისინი არ აპირებენ რეკომენდაციების შესრულებას და აგრძელებენ ჩვენი პარტნიორების ლანძღვას, მეტიც, არც კი გრძნობენ რაიმე სინანულს, ამ რუსული, მოღალატეობრივი, პუტინისტური კანონის მიღების გამო. ამის შემდეგ, ჩვენ მოვისმინეთ, ფაქტობრივად ისტერიკაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილისა და დღეს უკვე, ირაკლი კობახიძის ძალადობრივი განცხადებები, მათ შორის, საუბარი იყო რეპრესიებზე, მეტიც, სატანისტები უწოდეს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას და საკუთარ ევროპულ მომავალს იცავდნენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს საქართველოს თემის განხილვა მიმდინარეობდა სტრასბურგში და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო პუტინის ტყვეების საკითხი, საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილზე და სწორედ ამ ღონისძიებების მიმდინარეობისას, ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მათმა ბანდფორმირებებმა, რუსულმა ე.წ. „ალტ-ინფომ“, რეალობაში კი „ქართულმა ოცნებამ“ დაწვა ევროკავშირის დროშა, რაც იყო კიდევ ერთი ნათელი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)