|
2023-03-14 16:37:02, 817 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი აეროპორტების სერვისები თანამედროვე, უახლეს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოოთ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამსტერდამში, 14-16 მარტს მიმდინარე Passenger Terminal Expo 2023-ს ესწრება. PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ,,გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი აეროპორტების სერვისები თანამედროვე, უახლეს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოოთ, ავითვისოთ ის შესაძლებლობები, რასაც გამოფენა აეროპორტების წარმომადგენლებს გვთავაზობს. უკვე შევხვდით ჩვენთვის მნიშვნელოვან რამდენიმე კომპანიას, რომლებსაც მსოფლიოში საავიაციო უშიშროების სკანერებისა და მგზავრთა რეგისტრაციის მიმართულებით უახლეს ტექნოლოგიებს და დიზაინის მქონე აღჭურვილობებს ფლობენ. როგორც იცით, წელს ვგეგმავთ აღვჭურვოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი, თანამედროვე სპეცტექნიკით, ასევე გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე სიახლე უშუალოდ ტერმინალში, რაც Self Check in-ისა და baggage drop off აპარატების დამონტაჟებას ეხება, რომ მგზავრებმა აეროპორტში მოსვლისას დარეგისტრირება და ბარგის ჩაბარება თავად, ჩვენი აგენტების დახმარების გარეშე, წინასწარ ონლაინ რეგისტრაციის გავლის საშუალებით შეძლოთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მათი ცნობით, 3 დღიანი გამოფენის ფარგლებში მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალ გამოცდილებებს ეზიარონ. ასევე, ერთმანეთს ესაუბრონ გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის. Passenger Terminal Expo, რომელიც ძირითადად მომალი თაობის აეროპორტების პროექტებს ეხება ყოველწლიურად 130 ქვეყნიდან ჩამოსული დამთვალიერებელი ჰყავს.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)