|
2023-03-14 13:24:13, 1191 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს მათ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს ინტერნეტბანკში ახალი ფუნქციონალები - სესხის მოთხოვნისა და ფინანსური სერვისების სრულიად ონლაინ ათვისების პროცესი - თანხის მოთხოვნა და შაბლონის შეხსენება დაამატა. ფინანსური ლიმიტის ათვისება გულისხმობს იმას, რომ ამიერიდან, ფინანსურ ჯგუფში შემავალ ბიზნესს ონლაინ შეუძლია ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ნახოს და აითვისოს წინასწარ დამტკიცებული ფინანსური ლიმიტი. იმ შემთხვეაში კი, თუ მომხმარებელს არსებული ლიმიტის გაზრდა სურს, შესაძლებლობა აქვს ონლაინ მოითხოვოს გაზრდილი სესხის ლიმიტი. კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი თანხის მოთხოვნაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მაქსიმალურად გაუმარტივოს სხვა ბიზნესთან თანხის გადარიცხვის პროცედურები. კონკრეტულად, მომხმარებლისგან მოითხოვოს ჩასარიცხი თანხა, ნახოს თანხის რა ნაწილია ჩარიცხული ან ჩასარიცხი. ბიზნეს ინტერნეტბანკის კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი - შაბლონის შეხსენებაა. ბიზნესს ხშირად აქვს ფიქსირებული ხარჯები, რომლის გადარიცხვებიც სისტემტურად უწევს. იმისათვის, რომ ბიზნესს ყოველჯერზე აღარ მოუწიოს მიმღების ინფორმაციის ხელახლა შევსება, ბიზნეს ინტერნეტბანკს აქვს შაბლონის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ამ შაბლონების მოდულს დაემატა შეხსენების ფუნქციონალი, რომლის დაყენებაც შესაძლებელია, როგორც უკვე არსებულ, ასევე ახალი შაბლონის შექმნისას, თარიღისა და სიხშირის მითითების მიხედვით. იმისთვის, რომ გახდეთ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მომხმარებელი, ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)