|
2023-03-07 21:11:39, 1167 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა „აითიბი ბერლინის" ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
„გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელი იყო საქართველოს, როგორც ბრენდის ტრანსფორმაცია და ამიტომაც წარმოვადგინეთ „აითიბი ბერლინზე" საქართველო, როგორც „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობის" ადგილი. შეიძლება ჩვენ ჯერ არ შევდიოდეთ ხუთვარსკვლავიანი სერვისის მიმწოდებელი, წამყვანი ქვეყნების სიაში, თუმცა ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, მაგრამ არის ის, რაც უნიკალურს ხდის საქართველოს და ეს არის ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ბერლინში გამართულ მინისტერიალზე განაცხადა. მინისტერიალის მრგვალ მაგიდაში, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენის „აითიბი ბერლინის" ფარგლებში გაიმართა, ასევე ბაჰრეინის სამეფოს ტურიზმის მინისტრი ფატიმა ალ საირიფამი, ხორვატიის ტურიზმის მინისტრი ნიკოლინა ბრნიაცი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრი აჰმედ ისა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულობა ციფრებშიც აისახება და სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ყოველი ვიზიტორი, სულ მცირე, ორჯერ მაინც ბრუნდება ჩვენ ქვეყანაში, რაც, მინისტრის მოადგილის აზრით, სწორედ სტუმარ-მასპინძლობას უკავშირდება. „ჩვენი მთავრობა ეცადა, წარმოედგინა ის უმთავრესი ასპექტები, რომლებიც ახასიათებს ჩვენს იდენტობას, სტუმარ-მასპინძლობას, მსოფლიოში სახელგანთქმულ სტუმართმოყვარე ქართველ ხალხს და, რა თქმა უნდა, ქართულ კერძებს და ღვინოს. მთავარი, რისი თქმაც გვინდოდა, არის ის, თუ როგორ მოხდა ქვეყნის ტრანსფორმაცია, როგორ მოვედით უნიკალური ანტიკური კულტურიდან, უნიკალური ანბანით, ღვინის აკვნიდან იმ ქვეყნამდე, როგორიც დღეს არის საქართველო თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე და რომელიც მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბერლინში მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენა „აითიბი ბერლინი" გაიხსნა. 2023 წელს საქართველო ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა და ქართული ლოკაციები გამოფენის 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი, მათ შორისაა საქართველოს მთავარი სტენდი მთავარ პავილიონში. 2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა".
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)