|
2023-03-03 22:44:29, 2157 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კოდექსის მიხედვით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საკითხი განმარტა
თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. "ჩვენ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ ორგანიზაციაზე, რომელიც ფულის სანაცვლოდ “რელიგიური მოტივით” ათავისუფლებს ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, რაც მისი თქმით სიმახინჯეა. თავდაცვის მინისტრმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ იმოქმედებს გადავადების საკითხი ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით, რომელიც ძალაში 2024 წლიდან შევა. “თუკი განსაკუთრებულ შემთხვევაში პირს უნდა ერთი წლით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება, მას 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. დამდგარი ვალდებულება მას გადაეწევა ერთი წლით, ხოლო შემდეგ წელს ის არ მოხვდება შერჩევით სიაში და შესაბამისად, ავტომატურად მოუწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)