|
2023-03-02 11:50:55, 1611 ნახვა
რეგიონი
ირაკლი ქარქაშაძე - სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად განახლებად ენერგიაზე გადავიდეს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტის“ ფარგლებში 2 ერთეული PRIUS PLUGIN 1.8PV გადმოეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკომეგობრული ავტომობილები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირებას მოხმარდება. ავტომობილების გადაცემის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც, ასევე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დახმარებით მზის პანელებითაა აღჭურვილი. ,,მსურს მადლობა გადავუხადო იაპონელ ხალხს და საქართველოში იაპონიის საელჩოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათგან. დღეს გადმოგვეცა 2 ელექტრომობილი, რომელიც არის JAICA-ს განახლებადი ენერგიის წარმოების პროექტის გაგრძელება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწორედ იაპონიის დახმარებით მარაგდება განახლებადი ელექტროენერგიით. ელექტრომობილებს ჩვენ გამოვიყენებთ აეროპორტების ოპერირების საჭიროებისთვის. მათ შორის გავაგზავნით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მათივე ცნობით, პროექტი ქვეყანაში გარემოს დაცვას ემსახურება და მისი სრულყოფაში მოყვანით საქართველოს საავიაციო ინდუსტრია ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება. ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა ქარჩხაძე ესწრებოდნენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტის’’ ერთ-ერთი ბენეფიციარია და Jaica-სგან ერთი ერთეული PRIUS PLUGIN 1.8PV გადაეცა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)