|
2023-03-01 12:04:24, 1929 ნახვა
სამხედრო
გრიგოლ გიორგაძე - სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩნდება ჩანაწერი - სასულიერო პირი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ თავდაცვის კოდექსზე ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ უქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“. მინისტრის მოადგილის განმარტებით, თავდაცვის კოდექსი ყველა მღვდელმსახურს ერთ სამართლებრივ სივრცეში აქცევს და დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია. „სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“. ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება. არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს, რომლის ვადა ნაცვლად 18 თვისა დღეს არის 12 თვე და ეს შრომა არის ანაზღაურებადი“, - ამბობს მინისტრის მოადგილე. გრიგოლ გიორგაძემ ალტერნატიული სამსახურის რეზერვზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქმნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი. „ჩვენ გვაქვს ჯარის რეზერვი - რაც არის სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი. საომარი მდგომარეობის დროს ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი გამოიყენება ზურგის ოპერაციებისთვის. საომარ მდგომარეობაში მხოლოდ იარაღის გამოყენება არ არის აუცილებელი, ჯარს უამრავი სხვა ლოჯისტიკური მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც არ არის სამხედრო ფუნქციასთან დაკავშირებული. ჩვენ სამხედრო ჰოსპიტალი გვაქვს, სადაც უამრავი ადამიანის საჭიროება არის დღესაც, ეს გარკვეული ცოდნის შეძენასაც ნიშნავს და შესაძლებლობა გვექნება, ეს შეძენილი ცოდნაც გამოყენებული იქნას კრიზისულ სიტუაციებში სახელმწიფოს, ქვეყანას საჭიროებისამებრ“, - განაცხადა გიორგაძემ.
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)