23:47 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 17:02:54, 1019 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩამოიშალა ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. 

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.  

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics