|
2023-02-26 14:29:14, 811 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შესყიდვებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით ეხმაურება. განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მორიგ მიკერძოებულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს შესახებ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ პირადად თავდაცვის მინისტრმა უკვე ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საზოგადოებისთვის, რომ სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ხორციელდებოდა ცალკეული საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში დელგაციების მასპინძლობის, საზღვარგარეთ ვიზიტებისას, საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის თუ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საჩუქრების გადასაცემად და ასევე, ცხადია წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების წახალისების მიზნით, რაც ყველა შემთხვევაში ხორციელდებოდა კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული წესით. ტელეკომპანიას მარტივად შეეძლო მოეძებნა ინფორმაცია, მაგალითად საახალწლოდ ბავშვებისთვის სასაჩუქრე კალათების გადაცემის სრულიად საჯარო ღონისძიების შესახებ და ენახა ერთ-ერთი მაგალითი, თუ რაში იქნა წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეული, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგისთვის შესაბამის ახალ ამბებს ავრცელებენ და საერთოდ არ ითვალისწინებენ უწყებაში მიმდინარე სხვადასხვა სიახლეებს", - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)