|
2023-02-25 10:31:29, 728 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, შვეიცარიაში, პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავცრელებს. უწყების ცნობით, მაღალი დონის ღონისძიება შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ალან ბერსემ გახსნა. მინისტერიალის მიზანი მსოფლიოში პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვაა. "ღონისძიებაზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. „ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო და ეფექტური ჯანდაცვის გარემო, ადეკვატური ინფრასტრუქტურითა და ადამიანური რესურსებით, რათა მოვახდინოთ ჯანმრთელობის რისკების პრევენცია და გავაუმჯობესოთ კლინიკური შედეგები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველომ გააუმჯობესა და დანერგა მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო სერვისების სტანდარტები, ასევე ნოზოკომიური ინფექციების მონიტორინგისა და აუდიტის ახალი მოდელი. ინფექციის კონტროლის მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და 120-მდე კლინიკა უკვე შემოწმდა. ამასთანავე, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭო. მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც ისაუბრა, რომელთა დაკმაყოფილებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. როგორც ზურაბ აზარაშვილმა, აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობა პაციენტების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა. ამის გათვალისწინებით, სამინისტრო პროფესიული პლატფორმების გაძლიერებაზე მუშაობს. „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას და მზაობას, შევუერთდეთ გლობალურ მოძრაობას, პაციენტზე ორიენტირებული და უსაფრთხო ჯანდაცვის სისტემების შექმნის მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალს, მინისტრთან ერთად ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)