|
2023-02-22 22:28:32, 2135 ნახვა
სხვადასხვა
ირაკლი ქარქაშაძემ ნეაპოლის აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა
მაროკოს ქალაქში ტანჟერში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების დირექტორი შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ქარქაშაძე ხვდება, როგორც ავიაკომპანიებს ისე პარტნიორ აეროპორტებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და USAID-ის ეკონომიკური პროგრამის ერთობლივ სტენდთან, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მასშტაბურად არის წარმოდგენილი, შეხვედრა გაიმართა ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორთან. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა და პოტენციური სამომავლო პარტნიორობა. ,,იცით, რომ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით, რომელიც ,,ნაპოლის“ რიგებში წარმატებით მოღვაწეობს, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან და დღეს ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ შესაძლო სამომავლო თანამშრომლობა. საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ თანამშრომლობა შედგეს,-‘’ირაკლი ქარქაშაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმის პირველ დღეს ავიაკომპანიებს: SAUDI AIRLINES, Eurowings, AIR Serbia, EASYJET და ონლაინ სამოგზაურო სააგენტოს SKYSCANNER შეხვდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)