|
2023-02-19 13:50:41, 2262 ნახვა
სხვადასხვა
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დარჩენილ დროს სახლში გაატარებს და არა საავადმყოფოში
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გადაწყვიტა დარჩენილი დრო სახლში გაატაროს და ჰოსპისის მკურნალობა მიიღოს, - აცხადებენ კარტერის ცენტრში. მანამდე კარტერმა ჰოსპიტალში მკურნალობის რამდენიმე კურსი გაიარა, მაგრამ ახლა მას ჰოსპიტალიზაციას არ აპირებენ. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის სურვილია სახლში, საკუთარი ოჯახის გაატაროს დარჩენილი დრო. 98 წლის ჯიმი კარტერი აშშ-ს ყოფილი ლიდერია, ყველაზე მხცოვანია ისტორიაში. ის აირჩიეს დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტად და თეთრ სახლს ერთი ვადით, 1977 წლიდან 1981 წლამდე ხელმძღვანელობდა. მომდევნო არჩევნებში ის რესპუბლიკელ რონალდ რეიგანთან დამარცხდა. ბოლო წლებში კარტერი ხშირად ავად იყო, მათ შორის მელანომათი (კანის ავთვისებიანი სიმსივნე), რომელიც გავრცელდა მის ღვიძლში და ტვინში. "მას აქვს ოჯახისა და ჯანდაცვის პროფესიონალების სრული მხარდაჭერა. კარტერის ოჯახი ითხოვს მათ კონფიდენციალურობას და მადლიერია იმ შეშფოთებისთვის, რომელიც გამოთქვა მისი ბევრი თაყვანისმცემლის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში. გადადგომის შემდეგ კარტერი განაგრძობდა ჰუმანიტარულ პროექტებს კარტერის ცენტრის ფარგლებში. ის ასევე ცნობილია ადამიანის უფლებების დაცვის საქმიანობით. 2002 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)