|
2023-02-18 14:00:07, 2624 ნახვა
სპორტი
ფეხბურთელი კრისტიან აცუ თურქეთში სახლის ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს
განაის ჰატაისპორის ნახევარმცველი კრისტიან აცუ თურქეთში მიწისძვრიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, ჩამონგრეული შენობის ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა. 31 წლის განას ფეხბურთელი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მიწისძვრამ ჰატაის პროვინციაში, დაანგრია სახლი სადაც ის ცხოვრობდა. კლუბმა Hatayspor-მა თავდაპირველად განაცხადა, რომ ფეხბურთელი "დაზიანებებით" გადაარჩინეს, მაგრამ ეს არ დადასტურდა. „დამძიმებული გულით უნდა განვაცხადო, რომ დღეს დილით, სამწუხაროდ, კრისტიან აცუს ცხედარი აღმოაჩინეს. უღრმესი სამძიმარი მის ოჯახს და ახლობლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას მოლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის", - დაწერა შაბათს მისმა აგენტმა ნანა სეჩერემ. ატსუ ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩელსისა და ნიუკასლში თამაშობდა და განას ნაკრებში 60 მატჩი ჩაატარა. 2022 წლის სექტემბერში ატსუ შეუერთდა თურქეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდს ჰატაისპორს და გაიტანა გამარჯვების გოლი თურქეთის სუპერლიგის მატჩში 5 თებერვალს. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)