02:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-17 11:13:07, 789 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის („კონფლიქტი საქართველოში“) მოსამზადებელი ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ, სტუმრებს, საქართველოში მედიკამენტებსა  და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე რეფორმები გააცნო.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს  ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები. საუბარი შეეხო პროგრამას, რომლიც 2025 წლამდე, 13 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებას გულისმობს. 

მხარეებმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე,  ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის პოლიტიკური მრჩევლები, ჯონ დორბერი და მაქსიმ ლონგანგი, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics