|
2023-02-15 20:52:14, 2108 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთმა შექმნა უკრაინელი ბავშვებისთვის ე.წ გადანათლების ბანაკის ქსელი, სადაც უკრაინული იდენტობის წაშლა ხდება
რუსეთში არის დაწესებულებების ქსელი, რომელიც ქვეყნიდან გაყვანილ უკრაინელ ბავშვებს ხელახალი აღზრდითაა დაკავებული. - ამის შესახებ, ნათქვამია კონფლიქტის ობსერვატორიის პროექტის გამოძიებაში, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, იელის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ინსტიტუტში. Conflict Observatory- ის ცნობით, ამ დაწესებულებებში სულ მცირე 6000 ბავშვმა გაიარა, რომელთა უმეტესობა დასასვენებელი ბანაკების ბაზაზე შეიქმნა. „ბანაკების მთავარი ფუნქცია, უკრაინელი ბავშვების პოლიტიკური განათლებაა“, - ნათქვამია მოხსენებაში. ამ დაწესებულებიდან სულ მცირე 32-ში მკვლევარებმა აღმოაჩინეს სისტემატური მუშაობის ნიშნები, რათა ბავშვები ჩამოეშორებინათ უკრაინული კულტურული კოდექსი და ჩაენერგათ მათში პრორუსული იდეები. ზოგიერთ დაწესებულებაში ბავშვებმა სამხედრო მომზადებაც გაიარეს. საერთო ჯამში, მკვლევარებმა დათვალეს 43 ასეთი დაწესებულება, მათი უმეტესობა ანექსირებულ ყირიმში მდებარეობს. მსგავსი ბანაკები აღმოაჩინეს მოსკოვის, ეკატერინბურგისა და ყაზანის მახლობლად, ასევე ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. აღნიშნულ დაწესებულებებში არიან ოთხი თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ექვემდებარებიან ინდოქტრინაციას. აღსანიშნავია, რომ ამ ბანაკებში არა მხოლოდ ობლები არიან, არამედ ისინიც, ვისაც მშობლები ჰყავთ. ზოგიერთმა მათგანმა მკვლევარებს უთხრა, რომ იძულებული გახდნენ, შვილები იქ გაეშვათ. სხვა მშობლები ჩივიან, რომ ბავშვები აგრძელებენ ბანაკებში დარჩენას, მიუხედავად იმისა, რომ მათი იქ ყოფნის შეთანხმებული ვადა უკვე გასულია. იანვარში, უკრაინის პრეზიდენტის კომისარმა ბავშვთა უფლებების საკითხებში, დარია გერასიმჩუკმა განაცხადა, რომ ომის დროს დაახლოებით 14000 უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს რუსეთში და მათგან მხოლოდ 125 დააბრუნეს სამშობლოში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)