|
2023-02-15 11:01:36, 1802 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და სამინისტროს 2023 წლის პროგრამები გააცნო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და სამინისტროს 2023 წლის პროგრამები გააცნო. შეხვედრაზე გარდა სამინისტროს პროგრამული სიახლეებისა მიმოიხილეს გასული წლის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო ჩართულია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ პროგრამებში: ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების და ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების. "რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ექიმებთან გავმართეთ საინფორმაციო სახის შეხვედრა. მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შედგება. მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი სიახლე დანერგა, ჩვენი მიზანია სამედიცინო პერსონალის მაქსიმალური ინფორმირება, რომ გამოყენებული იქნას სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის დაწესებული შეღავათები, თითოეული პაციენტის მკურნალობის პროცესში" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრაზე, მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, 60 წლის იუბილესა და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რადიოლოგები - სოლომონ ფუტკარაძე და ოთარ მიქელაძე. სოლომონ ფუტკარაძე - ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, აქვს 35 წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. ოთარ მიქელაძე - ექიმი რადიოლოგი, აქვს 36 წლიანი სამუშაო რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვს გავლილი არაერთი პროფესიული ტრენინგ-კურსი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)