|
2023-02-11 19:26:50, 4091 ნახვა
Lifestyle
Pet Shop Boys-მა პუტინის შესახებ კლიპი "Living In The Past" გამოუშვა - ვიდეო
ბრიტანულმა დუეტმა Pet Shop Boys-მა გამოუშვა სიმღერა "Living In The Past" ("Living in the Past") რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. ვიდეო ჯგუფის YouTube არხზეა გამოქვეყნებული. კლიპში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, იოსებ სტალინის გამოსახულება, ასევე ახალი ამბები რუსეთში საპროტესტო აქციების დროს მასობრივი დაპატიმრებების შესახებ. ვიდეო შეიცავს სტრიქონებს: „მის მსგავსად, მე გავიმარჯვებ. მე არ დავჩრდილები. მე მინდა, რომ ხალხი ჩემი სახელით მოკვდეს ტუჩებზე“. ასევე, ლირიკული გმირი (პუტინი) ამბობს, რომ მას უნდა ეშინოდეთ, როგორც ყველას ეშინოდა მისი (სტალინის), რადგან დაპატიმრებულები და დახვრეტილები მაინც „პატივს სცემდნენ“ მას. 2022 წლის მაისში Pet Shop Boys-მა განაცხადეს, რომ მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც რუსეთში ფაშიზმი დაეცემა და კრიმინალური პოლიტიკოსები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. სოციალურ ქსელში ომის საწინააღმდეგო განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ასევე ნათქვამია: „2009 წელს დავიწყეთ Pandemonium მსოფლიო ტური სანქტ-პეტერბურგში. არაერთხელ ვყოფილვართ რუსეთში და ვწერდით სიმღერებს რუსული თემით. ახლა წარმოუდგენელია იქ მისვლა ან შესრულება. მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც რუსეთში ფაშიზმი დაეცემა, კრიმინალური პოლიტიკოსები სასამართლოს წინაშე წარდგებიან, სიმართლე ითქვა, მეზობელ ქვეყნებს არ დაემუქრებათ და არ შემოიჭრებიან და დაიბადება ახალი რუსეთი“.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)