|
2023-02-08 23:51:36, 1899 ნახვა
კომენტარი
კობახიძე სააკაშვილზე - ქვეყნის წინაშე უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ძალით დაიკლოს წონაში და გამოვუშვათ, სხვა პატიმრებმა რა დააშავეს?
შეგნებულად ხდება დაბალი კალორაჟის საკვების მიწოდება, იმისათვის, რომ პატიმარმა დაიკლოს წონაში და ამის საფუძველზე მოხდეს მისი გათავისუფლება. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი პრცედენტი დაუშვას სახელმწიფომ: 9000 პატიმარია, ყველა იშიმშილებს ხვალ და გამოვა გარეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის დაბალკალორიული საკვების მიწოდება ოჯახის წევრების მხრიდან, ერთადერთ მიზანს - მის გათავისუფლებას ემსახურება. კობახიძე აღნიშნავს, რომ სწორედ წონის კლებაზეა აგებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე საუბარი ვერ იქნება. „ეს არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს უამრავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული ჩადენილი. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტობა მისთვის პლუსი კი არ არის, ძალიან დიდი მინუსია. ამიტომ, ჰუმანიტარული საფუძვლით ექსპრეზიდენტის გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. თუ საუბარია ჰუმანიზმზე - 9000 პატიმარია და მათ რა დააშავეს? არიან პატიმრები, რომლებიც გაუფრთხილებლობით მკვლელობის გამო არიან პატიმრობაში, მაგალითად როგორიცაა ავარიები და ა.შ. - ანუ ისინი არ არიან თავისი ბუნებით კრიმინალები, მაგრამ სათანადოდ, ღირსეულად იხდიან სასჯელს და მეორე მხარეს არის ადამიანი , რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, ქვეყნის და ხალხის წინაშე.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნების სასჯელაღსრულების დაწესებულებეში არიან მძიმედ ავადმყოფი პატიმრები, რომლებიც რეანიმაციაში იმყოფებიან, თუმცა, არც ერთი მათგანის შემთხვევაში, სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)