|
2023-02-07 13:27:57, 847 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - მესტიის აეროპორტს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს სვანეთისთვის
მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივ აეროპორტს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ეწვია. ირაკლი ქარქაშაძე აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდა და ადგილობრივ აეროპორტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ,,მესტიის აეროპორტის განვითარება ჩვენს 2023 წლის გეგმებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წელს, არაერთ სიახლეს ვგეგმავთ თამარ მეფის სახელობის აეროპორტთან დაკავშირებით. ამ აეროპორტით, რომელიც 12 წლისაა დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა. რამაც ნათლად დაგვანახა, რომ მესტიის აეროპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს სვანეთისთვის. ვგეგმავთ, რომ მესტიის აეროპორტში განვახორციელოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები: ტერმინალის რეაბილიტაცია, ვგეგმავთ ავაშენოთ ახალი სახანძრო დეპო, ასევე, მთლიანად შევცვალოთ არსებული სპეცტექნიკა. თუმცა, უფრო კონკრეტულად რა ტიპის უნდა იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები გადაწყვეტილებას ბოლო ორი დღის მანძილზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღებთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. რაც შეეხება, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდას და ახალი მიმართულებების დამატებას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი განმარტავს, რომ შიდა ფრენების შესყიდვების ტენდერში, რომელიც მალე გამოცხადდება, სავარაუდოდ ახალი მიმართულებებიც იქნება ასახული. „ახალ მიმართულებებს რაც შეეხება, ჩვენ ვაპირებთ საკმაოდ აქტიურად დავამატოთ ქუთაისი-მესტია, რამეთუ ვხედავთ მგზავრების მხრიდან მოთხოვნას. აქ ძირითადად უცხოელი ტურისტების მოთხოვნაა, რომლებსაც სურთ სასრიალოდ ესტუმრონ ამ საოცარ მხარეს.ასევე ჩვენი პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს შიდა ფრენები. სულ მალე დავასრულებთ ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ შესაძლებლობის კვლევას, თუ ქვეყნის რომელ მხარეს შეგვიძლია რომ განვახორციელოთ ეს ფრენები. რასაც ამ თვის მანძილზე საჯაროს გავხდით. შემიძლია დავაანონსო, რომ შესაძლოა რამდენიმე ახალი მიმართულებაც დაემატოს“, - განაცხადა ქარქაშაძემ. მათივე ცნობით, 2022 წლის განმავლობაში მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 70%, ხოლო ნატახტარი-მესტია-ნატახტრის მიმართულებაზე კი 37.5% იყო.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)