|
2023-02-01 12:59:42, 1617 ნახვა
საზოგადოება
საბურავები 59 ლარიდან - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
წლის ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოდ გადაადგილება თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტომობილის მფლობელებს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველაზე მეტი ყურადღება მის ცვეთად ნაწილებს მივაქციოთ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დეტალია საბურავი, რომელიც უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს. ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია მის ხარისხზე და სეზონთან შესაბამისობაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილი საბურავების ცვლილებას საჭიროებს, „თეგეტა მოტორსის“ მიმდინარე შეთავაზებები შესაძლებლობას გაძლევთ, შეიძინოთ ახალი და ხარისხიანი საბურავები 59 ლარიდან. სპეციალური ფასები ვრცელდება საბურავების კონკრეტულ მოდელებზე. გარდა ამისა, „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე 50% იანი ქეშბექი მოქმედებს. საუკეთესო ხარისხის საბურავების შეძენისას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში გადახდილი თანხის 50% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ. საბურავების შერჩევისა და მისი სეზონური ცვლილების შესახებ „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდმენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი გვირჩევს: „ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე. წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონზე თუ გზის რელიეფზე საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. არსებობს მრავალი დანიშნულების საბურავი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ მის გვერდით კედელზე არსებულ ნიშნებს და მხოლოდ პროფესიონალის კონსულტაციის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი, რადგან საბურავის დანიშნულების მიხედვით შერჩევა უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“. შეთავაზებებით სარგებლობისას, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში თქვენზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ. მეტი კომფორტისთვის კი შეგიძლიათ, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ დაჯავშნით ისარგებლოთ. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, Petronas და სხვა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)