|
2023-01-27 17:56:36, 1181 ნახვა
საზოგადოება
ზარქუა - წალენჯიხის წყლით უზრუნველსაყოფად 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც 2025 წლამდე უზრუნველყოფს წალენჯიხის წყლით მომარაგებას, რისთვისაც 25 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ხორციელდება პრემიერის ინიციატივით, საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-ის ფარგლებში. მან დასძინა, რომ წალენჯიხის პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის რეზერვუარებს, სათავო ნაგებობს და შეიცვლება დაახლოებით 60 კილომეტრამდე მილები. „პრემიერის ინიციატივით, საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-ის მიხედვით, რეგიონებში ხორციელდება პროექტები წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც 2025 წლამდე უზრუნველყოფს წალენჯიხის წყლით მომარაგებას. ეს ნიშნავს, რომ დაახლებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს წყლის რეზერვუარებს, სათავო ნაგებობებს, შეიცვლება დაახლოებით 60 კილომეტრამდე მილები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ამისთვის კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამავე დროს, წალენჯიხას დღემდე აქვს წყალარინების პრობლემა, რომელიც არ აქვს და არ ყოფილა არასდროს. ამ პრობლემის მოგვარებას ბუნებრივია გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება პრემიერთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებები. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ათეულ მილიონთან და დარწმუნებული ვარ, მთავრობასთან ერთად მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ წალენჯიხას ეს პრობლემაც მოვუგვაროთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)