|
2023-01-27 16:25:27, 1541 ნახვა
საზოგადოება
ცათამბჯენების მშენებლობის იდეა დაუშვებელია - სამოქალაქო საზოგადოება მერიასა და საკრებულოს მიმართავს
სამოქალაქო საზოგადოება მერიასა და საკრებულოს მიმართავს მოთხოვნით, რომ ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასა და “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა არ დაუშვან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის იდეა შეუთავსებელია ქალაქგეგმარებით სტანდარტებთან და სატრანსპორტო გადატვირთვის საფრთხეებს ქმნის. "ქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მოიწონა პროექტის იდეა, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად აუცილებელ ღონისძიებად შეაფასა და მისი მშენებლობის განხორციელების გარანტიები შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად განხილული, მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები. ასევე, წინასაპროექტო კვლევით არ არის წარმოდგენილი ჯერვანი ინფორმაცია ამ მასშტაბისა და სიმჭიდროვის მშენებლობის ზეგავლენის შესახებ საინჟინრო, საცხოვრებელ, სოციალურ, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაზე, რაც საჯარო ინტერესის საზიანოდ, გავლენიანი კერძო პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების, მორიგი პრეცედენტის განტკიცების საფრთხეს ქმნის. მივიჩნევთ, რომ პროექტის იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეებს და მისი განხილვა დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: პროექტის იდეა შეუთავებელია თბილისის ისტორიულ ნაწილთან - საპროექტო არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაშია მოქცეული. “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი” ითხოვს, ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმის უზრუნველყოფას, რაც წარმოუდგენელია ცათამბჯენების ტიპის მასშტაბური მშენებლობის შემთხვევაში. თავად კერძო პირის მიერ წარმოდგენილი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა, რომელიც, მათ შორის, გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია, მიუღებლად მიიჩნევს ამ ტერიტორიაზე აქტიურ ვერტიკალურ განვითარებას. შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზეა შესაძლებელი ამ განაცხადის განხილვის გაგრძელება. კერძო პირის შემოთავაზება, “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვერ დააბალანსებს თბილისის ისტორიული ნაწილისკენ მიმართულ საფრთხეებს, არამედ გამოკვეთს ფაქტს, რომ მესაკუთრის მხრიდან ქონების მიტოვების შედეგად განადგურებული საჯარო სივრცის აღდგენა, კვლავ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის გასაჯაროების გამო აუზზე დასაქმებული ადამიანი, სრულიად უსამართლოდ, მედიასთან ინტერვიუს შემდეგ, გაათავისუფლეს სამსახურიდან. პროექტის იდეა შეუთავსებელია ქალაქგეგმარებით სტანდარტებთან და სატრანსპორტო გადატვირთვის საფრთხეებს ქმნის - დაგეგმილი პროექტის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის შეუთავსებელია ამ ტერიტორიაზე ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით განსაზღვრულ რეგულაციებთან. სწორედ ამიტომ, კერძო პირი, მშენებლობის განსახორციელებლად ითხოვს, როგორც ზონალური შეთანხმების გაფორმებას, ისე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა 2-ის ცვლილებას, საზოგადოებრივ საქმიანი ზონით. ასევე ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი და არ არის ნათელი, დამატებით, გაიზრდება თუ არა სამშენებლო კოეფიციენტები. კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი გამონაკლისის დაშვება, არა თუ კერძო პირის ინტერესზე მოსარგებად, არამედ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, დასაბუთებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაში არ არის დასაბუთებული საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა, არამედ დაუფარავადაა გაცხადებული, რომ ამ გამონაკლისების დაშვების გარეშე, მიზნობრივი მშენებლობის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს. განაცხადში, რისკად არის შეფასებული მშენებლობის პროცესში სამშენებლო მანქანების მიერ სატრანსპორტო გადატვირთულობის გამოწვევა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი, გათვალისწინებული 1000 საცხოვრებელი ერთეულის, პარკინგისა და კომერციული სივრცეების სრული დატვირთვით ამუშავება, პრაქტიკულად აღარ ტოვებს ტერიტორიაზე ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას: უარი უთხრას კერძო პირს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვასა და გეგმარებითი დავალების გაცემაზე; ქ.თბილისის საკრებულოს: არ დაუშვას განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება და ზონალური ცვლილებების განხორციელელება",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)