|
2023-01-25 12:01:49, 927 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება
სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამით გასულ წელს 21 034–მა პენსიონერმა ისარგებლა და 8 842 176 ლარის ღირებულების მედიკამენტი დაფინანსდა. „პროგრამა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, წელსაც გრძელდება და სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ მიზნით, ყოველწლიურად, არამატერიალიზებული 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა. 2022 წელს აღნიშნული პროგრამით 21 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე საპენსიო ასაკის პენსიონერებს მოუწოდა, აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ. „მერია თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირებს მოუწოდებს, რომელთა სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, 200 000–ს არ აღემატება, ისარგებლონ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო მის მიერ ელექტრონულად გაცემული ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, ბენეფიციარი სასურველ აფთიაქში მედიკამენტის მიღებას შეძლებს. რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხა და თავიანთი გადაწყვეტილებების შესაბამისად დახარჯონ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იმ მოქალაქეებმა, ვინც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, აღნიშნული პროგრამით ისარგებლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)