|
2023-01-23 15:13:22, 1219 ნახვა
ეკონომიკა
2023 წლის იანვრიდან თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი. მგაზვრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე „თიბისის“ ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თელავის „თიბისის“ ფილიალებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის წამკითხველი „თიბისი“ ფეის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. მგზავრობის საფასური თელავში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებზე და თელავის საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე: მგზავრობის ღირებულება იქნება 50 თეთრი. იმისათვის რომ მოსწავლემ/სტუდენტმა შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა საჭიროა იქონიოს „თიბისი ბანკის“ სტუდენტის ან მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში. ცლილება ტრანსპორტში საფასურის ბარათით გადახადაზე თელავში 16 იანვრიდან ამოქმედდა. პერსონალური ბარათები მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (განახევრებული ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ. იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://link.tbc.ge/3GKKH8Y
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)