|
2023-01-23 14:16:25, 1002 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - სააკაშვილი არის მოწამლული, ამის გამო ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია
შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დირექტორის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არის მძიმე მეტალები, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, რის გამოც ექსპრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. "შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული. მძიმე მეტალები ორგანიზმში, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. რომ ჩამოთვლიან, ხორცი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს, ეს ადამიანი ვერ ჭამს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ ამოიღო უკან", - განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ტელეკომპანია "იმედზე" საუბრისას განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახს მიხეილ სააკაშვილისთვის მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ, რაც მისი ორგანიზმისთვის არასაკმარისი კალორაჟის შემცველია: "ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც კი არ მოაქვთ. როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება, მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – ცოტა კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. მე ვიცი ნამდვილად, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება, 1 000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება".
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)