|
2023-01-20 14:02:51, 1095 ნახვა
საზოგადოება
თოიძე - უმძიმეს შემთხვევაში, სააკაშვილი ცალი თვალით მხედველობას დაკარგავს
კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ, ნოემბრის ბოლოს კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა, დღეს, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც თოიძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს დასმული აქვს ნერვული სისტემის დაავადების 6 დიაგნოზი და გარდა ამისა, სახეზეა მაკულოპათია, რაც უმძიმეს შემთხვევაში, ცალი თვალით მხედველობის დაკარგვას გამოიწვევს. „კახექსია არის მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს წონის კატასტროფულ კლებას, აქვს თავისი პარამეტრები. პირველი ატროფიის ნიშნები, გახსოვთ თქვენ სახალხო დამცველის მეოთხე დასკვნა, სადაც აღწერილია, რომ განლეულია საფეთქლის კუნთები, რაც კახექსიის პირველი ნიშანია. ანუ კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ და ჩვენ როდესაც შევწყვიტეთ პაციენტის მონიტორინგი, ეს არის ნოემბრის ბოლო დღეები, იმ პერიოდისთვის კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა. დღეს, სამწუხაროდ, არ ვიცი მონაცემები, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია... 6 ძირითადი დიაგნოზია ნევროლოგიური სისტემის - ცენტრალური ნერვული სისტემის ანუ ტვინის დაავადება, პერიფერიული ნეიროპათია, რაც გულისხმობს დაბუჟებებს ხელებსა და ფეხებში და სიარულის გაძნელებას, ის ვერ გრძნობს იატაკს და ვერ გრძნობს საგნებს ხელში. ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანება. ეს არის დაზუსტებული დიაგნოზები. გარდა ამისა, არის დაუზუსტებელი იგივე დიაგნოზები, რომელთა დაზუსტებაც მოხდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება გარკვეული კვლევები. სააკაშვილის შემთხვევაში, ენცეფალოპათია გვაქვს ორი. ერთი არის ვერნიკეს ენცეფალოპათიის ქრონიკული სტადია თავისი კლინიკური გამოვლინებებით და მერე გამოჩნდა ენცეფალოპათიის ახალი ნევროლოგიური ნიშნები და ეს არის დაუზუსტებელი. ამ ეტაპზე ვერ გამოვრიცხავთ ტოქსიკური ზემოქმედებით გამოწვეულ ენცეფალოპათიას. მძიმე დიაგნოზია კიდევ ერთი, რომელიც უკვე ტვინს აღარ შეეხება, ეს არის ზურგის ტვინი კონტუზია. „ვივამედის“ კლინიკაში, მეორე გამოკვლევიდან ჩნდება ე.წ. თვალის ფსკერზე ბადურის დეგენერაციული ცვლილებები, რასაც ჰქვია მაკულოპათია, რაც დაემთხვა მხედველობის გაუარესებას მარჯვენა თვალში. მაკულოპათია ეს არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც განაგრძობს პროგრესირებას და უმძიმეს შემთხვევაში, ცალი თვალით მხედველობას დაკარგავს. გამომდინარე მისი დაავადების სიმძიმიდან და პროგრესულობიდან, საავადმყოფოდან ციხის საკანში მისი გადაყვანა სიკვდილის ტოლფასი იქნება. შესაბამისად, იმ პროცედურების აღსრულება, რასაც ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა, შეუძლებელი იქნება მის მიმართ განხორციელდეს", - განაცხადა ოთარ თოიძემ პროცესზე. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას ამ წუთებში განიხილავს. სხდომაზე ექსპერტების დაკითხვაა დაგეგმილი. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)