|
2023-01-14 16:10:24, 3769 ნახვა
სამხედრო
The Times: პუტინი 500 000 ადამიანის მობილიზაციას ამზადებს
ვლადიმერ პუტინი ემზადება მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებისთვის, რომლის დროსაც ფრონტზე 500 ათასამდე ადამიანის გაგზავნა შეიძლება. - ამის შესახებ, გავლენიანი გამოცემა The Times იუწყება. მედიასაშუალება ინფორმაციას დასავლური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში მიიღება და აპრილისთვის ნახევარ მილიონამდე ადამიანი გაიგზავნება ფრონტზე „ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად“. მითითებულია, რომ ამ დროისთვის უამინდობის გამო ბრძოლის ველზე ნაკლები ტალახი უნდა იყოს. „რუსეთის რეგიონულ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში სერიოზული მზადება მიმდინარეობს, კრემლმა ჩაატარა დახურული გამოკითხვა. რუსეთის მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან ომით, მაგრამ მათ ასევე არ სურთ დამარცხების მოთმენა“, - ციტირებს გამოცემა უსახელო ოფიციალურ პირს. ბოლო თვეების განმავლობაში, ინფორმაცია მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ სხვადასხვა რესურსებზე უფრო და უფრო ხშირად ჩნდება. მას პოლიტიკოსები აქვეყნებენ, რის შემდეგაც სხვა პოლიტიკოსები უარყოფენ ამ ინფორმაციას. მობილიზაციის ახალი ტალღისკენ მოწოდებები ასევე ქვეყნდება ახლახან შექმნილ ტელეგრამის ზოგიერთ არხზე, რის შემდეგაც ეს შეტყობინებები აქტიურად ვრცელდება სხვა სოციალურ ქსელებში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი ჩერნიაკის თქმით, რუსეთმა 15 იანვარს, შესაძლოა, დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადოს. გარდა ამისა, როგორც ჩერნიაკი ამბობს, ტერორისტული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 500 000-მდე რუსს გაიწვევენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)