|
2023-01-12 15:05:23, 1762 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა საოჯახო მეურნეობის და სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამების დაფინანსებას იწყებს
აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება, რომელიც თებერვლიდან დაიწყება. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სოფლის მხარდაჭერა კვლავაც რჩება პრიორიტეტად. "სოფლის მეურნეობის 2 მნიშვნელოვანი პროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ ლარამდე გაიზრდება. ეს საგულისხმოა როგორც მდგრადი სასოფლო მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ადგილობრივ დონეზე. ასევე, აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გასულ წელს მოხდა 800-ზე მეტი მცირე საოჯახო მეურნეობის დაფინანსება და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვანი სახსრებია გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, არაერთი ფერმერი ისარგებლებს აღნიშნული პროექტებით"- განაცხადა თორნიკე რიჯვაძემ. აჭარაში ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროგრამა: სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. 2022 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 13 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. 2022 წელს ასევე განხორციელდა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 800-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები. აღნიშნული პროექტები 2023 წელსაც განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. პროექტებზე განაცხადების მიღება თებერვლის თვიდან დაიწყება. აჭარაში ციტრუსის სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 800 000 ლარის ოდენობის სუბსიდირება უკვე გაცემულია. ციტრუსის სეზონი რეგიონში 1-ელ თებერვლამდე გრძელდება. შესაბამისად, გაიზრდება სუბსიდირების მოცულობაც.
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)